aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი იმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, პარლამენტის შენობასთან “გაბედეს”, შეცვალესა” და “სირცხვილიას” აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქციის მონაწილეები პერფორმანსით დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც დღეს დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარსდგეს.

პარლამენტის წინ შეკრებილები ცნობილი ფრანგული ფილმის “სათამაშოს” საუნდტრეკს აჟღერებენ.

“ეს პეფორმანსი ყველაზე კარგად ასახავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდს. იგი ყოველთვის იყო ბიძინა ივანიშვილის სათამაშო, ყოველთვის ცეკვავდა მის დაკრულზე”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქტივისტებს აქვთ ბანერები, წარწერებით – “ლობიო პრეზიდენტის სიტყვაზე მეტად ფასობს”, “არ ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი”, “ნუ შეიწყალებ პოლიციელის მკვლელს”, “არც ჯარი გვყავს, არც იარაღი და არც გვექნება”.

სალომე ზურაბიშვილი უკვე პარლამენტშია. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, საპარლამენტო ოპოზიცია არ დაესწრება.

 

იტვირთბა....