დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. ქეშით ფული არ გამოიყენონ.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, დაავადების გადატანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის ფული.
‘დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახლავთ ფული. უნდა შევეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ სადაც აუცილებელია ქეში, სასურველია ქეშის ხმარების დროს დავიმუშაოთ ხელები. მივმართავ ბანკებს, რომ მათ არ უჭირთ და აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება ხელის დამუშავების. ეს აუცილებელია ბანკის თანამშრომლებისთვის და მათთვის, ვინც ქეშით იღებს თანხებს”,- აცხადებს გამყრეიძე.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 203-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 93 ათასზე მეტი ადამიანი.