თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ 16 პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი გუშინ ჩაუტარდათ, ინფექცია არ დაუდასტურდა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში 24 პაციენტი რჩება. მათგან 11 პაციენტს ახალ კორონავირუსზე ანალიზი დღეს გაუკეთდება.
„16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ტესტირება ახალ კრონავირუსზე. თექვსმეტივესთან მიღებულია ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, 16-ვე გადაყვანილი იქნა საკარანტინო სივრცეში“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 3 შემთხვევაა დადასტურებული.