ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ხუთი პაციენტი შეიყვანეს.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ამ დრომდე ჩატარებული კვლევების პასუხების თანახმად კორონავირუსი არცერთ პაციენტს უფიქსირდება.
„ახლა, ამ წუთში, შემოვიდა 5 პაციენტი. რაოდენობის თქმა ასე ზუსტად ცოტა რთულია იმიტომ, რომ შეიძლება შეხვიდე და უკვე დამატებული იყოს. დინამიური პროცესია, მუდმივი ცვლა არის, შემოდიან, მიდიან. უბრალოდ, სასიამოვნო ამბავია ის, რომ ჯერ-ჯერობით, რაც ჩატარდა გამოკვლევა, გარდა იმ სამი დაფიქსირებულისა, დადებითი არც ერთს არ ჰქონია და ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამჟამად არის 28 პაციენტი, თუმცა ნახევარ საათში შეიძლება შეიცვალოს ინფორმაცია. 11 ადამიანის ანალიზებია გადაგზავნილი გამოკვლევაზე, ღამე იქნება პასუხები, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია, ასევე ჩვენ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსნებთ, საქართველოში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან.კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა.კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან.