ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გამოიყო

კორონავირუსთან საბრძოლველად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გამოიყო. თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სტრატეგიული მარაგების შევსებისთვის გადაეცემა.

აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე დღეს პრევენციის ფარგლებში მოქმედ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

 

იტვირთბა....