“არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე აზიანებს. თუმცა, მას ქვეყნის ფარგლებს შიგნითაც ბევრი სკანდალური რამ უკავშირდება. არ გამოვრიცხავ, რომ პროტესტიც კი არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის გამო”.
თინა ბოკუჩავა – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. თუმცა, მის გამოსვლას ოპოზიცია არ დაესწრება.