ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალი კორონავირუსის გამო 64 ქვეყანას შეზღუდვას უწესებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო 64 ქვეყნის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწერებს.

სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტრო წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო რიგი ქვეყნების მოქალაქეებს ტერიტორიაზე შესვლას შეუზღუდავს.

გავრცელებულ განცხადებას თან ერთვის ქვეყნების სიაც, რომელთა მოქალაქეებს შეზღუდვები უწესდებათ. ქვეყნების ჩამონათვალში არ შედის რუსეთი.

სიაში ჩამოთვლილია შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო, დანია, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ერაყი, ირანი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კამბოჯა, კანადა, ყატარი, ჩინეთი, ქუვეითი, ლიბანი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი,მალაიზია, მექსიკა, მონაკო, ნეპალი, ნიგერია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია,არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაილანდი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი, შრი-ლანკა, ეკვადორი, ესტონეთი, იაპონია.

 

იტვირთბა....