ამ დროისტვის,. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 10 ადამიანია მოთავსებული . 6 მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 4-ის პასუხებს კი ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან.
პაციენტებზე დაკვირვება გრძელდება საჩხერის სასტუმროშიც, სადაც ამ დროისათვის 26 ადამიანი არის მოთავსებული.. კარანტინში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 26 მოქალაქე საჩხერის სასტუმროს 6 მარტს დატოვებს.
“ერთი კვირის წინ საქართველოს 26 მოქალაქე გადმოიყვანეს ჩინეთიდან. საჩხერეში იყვნენ ისინი განთავსებულნი. ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ და სასტუმროს 6 მარტს დატოვებენ,” – აღნიშნა მიხეილ ქამუშაძემ.