უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ცნობით, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, გვიან ღამით, ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “სპეციალურმა სერვისებმა” ქალაქის მასშტაბით ნარჩენების შემკრები კონტეინერების სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა, სპეცტექნიკის მეშვეობით გაირეცხა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიც.
“მსგავსი ტიპის პრევენციული ღონისძიებები ქალაქში პერმანენტულად გაიმართება.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების და ა(ა)იპების ხელმძღვანელები შედიან. გუბერნატორები კი, თავის მხრივ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ყოველდღიურ რეჟიმში, სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ მინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარს”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.