ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი მოქალაქე შეიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მეორე მოქალაქე შეიყვანეს. პირი, რომელიც ინფექციურში რამდენიმე წუთის წინ მოთავსდა, იტალიაში იმყოფებოდა და საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დავით მურვანიძის განცხადებით, პაციენტს, რომელმაც ინფექციურს თვითდინებით მიმართა, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა უტარდება.

“შემოვიდა პაციენტი, რომელიც მოგზაურობდა იტალიაში. გუშინ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. აეროპორტში არ ჰქონდა ტემპერატურა, მაგრამ გამოფრენამდე რამდენიმე დღით ადრე, იტალიაში ჰქონდა ცხელება. ჩვენთან ჩამოსვლილისას 37.3 გრადუსი დაუფიქსირდა. მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა. ავიღებთ ანალიზს და გავაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში”, – აცხადებს მურვანიძე.

შეგახსენებთ, რომ პირველი პაციენტი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ, 1 მარტს მოათავსეს. მამაკაცი სარფის გავლით იტალიიდან საქართველოში ტრაილერით შემოვიდა.

 

იტვირთბა....