ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შუახნის მამაკაცი მოათავსეს. იგი ინფექციურ საავადმყოფოში სარფიდან გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზებულ კაცს საბაჟოზე შემოწმებისას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა – 37.3.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მამაკაცი სარფის გავლით იტალიიდან საქართველოში ტრაილერით შემოვიდა. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიცხე აღარ აქვს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს ანალიზები აუღეს.
პაციენტის ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. ამ დროისთვის ბათუმში პრევენციისთვის საკარანტინო ადგილების მოძიება მიმდინარეობს.