ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის გამო საჯარო სკოლებში, ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისის საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში  სასწავლო პროცესი შეწყდა.

ოფიციალურად, პროცესი 16 მარტამდეა შეჩერებული, თუმცა არდადეგები შესაძლოა გახანგრძლივდეს. ამ პერიოდში კი სასწავლო დაწესებულებების დეზინფექცია მოხდება.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და სააღმზრდელო პროცესი 2-დან 16-მარტამდე შევაჩერეთ. ამ პერიოდს სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოვიყენებთ. კერძოდ, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები,” – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

იტვირთბა....