„კონტროლზე არის აყვანილი საქართველოს მთელი ტერიტორია, საზღვრებიდან მოყოლებული, ასევე ყველა ის ადგილი, სადაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვნების თავშეყრის დაწესებულებებს. ორი კვირით არდადეგები გამოცხადდა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში და მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება, როგორც სასწავლო დაწესებულებების შენობების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია. ამასთანავე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს, მათ შორის, 3 და 8 მარტთან, დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები და ამის შესახებ ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა ყველა თვითმმართველობას“
სოზარ სუბარი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში
“პირველი არხი”