ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსთან დაკავშირებული თათბირის გამო ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა

საფრანგეთის დედაქალაქში ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა. ლუვრის მუზეუმი ვიზიტორთა რაოდენობით ნომერ პირველი მუზეუმია. დახურვის მიზეზად კორონავირუსთან დაკავშირებით ლუვრის თანამშრომელთა საგანგებო თათბირი სახელდება.

თანამშრომელთა საგანგებო შეხვედრის გამო მუზეუმის გარეთ ტურისტების რიგი წარმოიქმნა.

მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლუვრის კარი ვიზიტორთათვის თანამშრომელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიღება.

ლუვრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუზეუმზე არ ვრცელდება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დახურულ დაწესებულებებში ხუთი ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებების გამართვა აიკრძალა.

იტვირთბა....