ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 87 ათასამე შეადგენს. გამოჯანმრთელდა 42 ათასზე მეტი პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 2,976. ამის შესახებ ინფორმაციას ‘სიენენი” ავრცელებს.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილია 2870 ადამიანი, დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 80 ათასს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 41 800-ზე მეტი პირი.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში გარდაიცვალა 35 ადამიანი და გამოვლინდა კორონავირუსის 573 ახალი შემთხვევა.

დაავადების ეპიცენტრი კვლავ ხუბეის პროვინციაა.

ჩინეთის გარდა გარდაცვალების შემთხვევებია ირანში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, საფრანგეთში, ფილიპინებში, ტაივანში, ტაილანდში, აშშ-სა და უკვე ავსტრალიაშიც.

იტვირთბა....