ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

(ვიდეო) ირანში ცეცხლი გაუხსნეს კლინიკას, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სავარაუდოდ კარანტინში იმყოფებიან

ირანში, ქალაქ ბანდარ-აბასში, დემონსტრანტებმა ერთ-ერთ კლინიკას, სადაც დაუდასტურებელი ინფორმაციით კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, ცეცხლი წაუკიდეს.

ვიდეოსა და ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე დასავლური მედიასაშუალება და არაბული ტელეარხი “ალ-არაბია” ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინციდენტი პარასკევს მოხდა, ცეცხლი მალევე ჩააქრეს და არავინ დაშავებულა.

კლინიკის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ბოლო ოფიციალური მონაცემებით ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 600-ს აღწევს.

ვიდეო:

იტვირთბა....