ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ში სასწავლო პროცესის დაწყება 2 კვირით გადაიდო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში  სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადადო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო ჯანდაცვის, განათლების სამინისტროების რეკომენდაციის გათვალისწინებით და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით.

ხვალიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

თსუ-ში სწავლა 16 მარტს განახლდება.

იტვირთბა....