თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება.
სოფიო ხუნწარიას თქმით, დედაქალაქის მერია კოორდინაციაში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებასთან.
„დღეს დამატებითი მითითებები მივიღეთ პრემიერთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოდან, სადაც სატრანსპორტო საშუალებების ხსნარებით დამუშავება. ბუნებრივია, ყველა სატრანსპორტო საშუალება ავტობუსი, მეტროსადგური, ასევე მეტროს ვაგონები მუშავდება სველი წესით. თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ დამატებითი ხსნარები შევიძინოთ, რათა ჩვენი მოქალაქეები იყვნენ სრულად დაცულები“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.