კორონავირუსის საფრთხის გამო, აზერბაიჯანის გადაწყვეტილებით ქვეყანა ირანთან სახმელეთო საზღვარს ორი კვირით ჩაკეტავს.
დღეს აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის ინფექცია სულ სამ ადამიანს აქვს დადასტურებული.
არსებული ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულები ირანიდან დაბრუნებული აზერბაიჯანელები არიან. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში სპეციალურად გამოყოფილ განყოფილებაში არიან განთავსებულნი.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა.