ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოდან პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გადაჰყავთ

“რესპუბლიკური კლინიკა მთლიანად გათავისუფლდება და მომზადდება საკარანტინო სივრცე, რომელშიც თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც იქნება პერსპექტიულად დაზიანებული კორონავირუსის მიერ”, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან  ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოტენციური პაციენტების გამოკვლევა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება.

“აქ მოხდება მათი გამოკვლევა. ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან ან ცხოვრობენ საქართველოში და ვირუსით დაზიანების შემთხვევაში შეიძლება იყვნენ რისკჯგუფში. შემდგომში გადაწყდება, ჩვენს ბოქსირებულ პალატებში გავაგრძელებთ მკურნალობას თუ პაციენტები ერთად მოიყრიან თავს. ჩვენ შეგვიძლია 88 პაციენტი მივიღოთ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

 

იტვირთბა....