“სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ტემპერატურის მცირე მატება 37.1, ხოლო მამაკაცებს, ანუ პირველ და მესამე შემთხვევებს – არანაირი კლინიკური სიმპტომები, მათ შორის, არც ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ. ამის მიუხედავად, ისინი ძალიან მჭიდრო კლინიკური მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ახალი კორონავირუსით ინფექციას აქვს ერთი ვერაგი თვისება, რითაც ის განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან – ეს დაავადება ხშირად მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, შეიძლება დაიწყოს უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია
თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.