“პატივი დამდეს და სახლში მომიტანეს საჯარიმო ქვითარი. რაიონის მთავარი სამმართველოს სამი გამომძიებელი მოაცდინეს ღამის 10 საათზე ერთი ფარატინა ქაღალდის მოსატანად! პოლიციელი ფოსტალიონი არ არის, ამიტომ ქვითარი ფოსტით გამომიგზავნეთ-თქო.
ვიდეო მაქვს, ცხადია, გადავიღე უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არ დავდებ.
რუსეთუმე ოცნებისგან განსხვავებით, არ მინდა ქართული პოლიციის უკიდურესად დამამცირებელ როლში ყოფნის ვიდეოს გამოდება. შევინახავ, ეს ვიდეო ცვლილებების აუცილებლობის ძალას და რწმენას სულ გამიათმაგებს, რადგან არ შეიძლება ადამიანების, სახელმწიფოს, ინსტიტუტების ასე აბუჩად აგდება, რასაც ოცნება აკეთებს. ვწუხვარ ამ ხალხის გამო. ჩვენ მათთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, რაც არ უნდა ცუდად იქცეოდნენ ახლა და რაც არ უნდა რთული ჩანდეს მომავალში თანაცხოვრების შესაძლებლობები.
არაფრის შეგეშინდეთ, მეგობრებო, ამათ ბევრად უფრო უჭირთ ახლა, ვიდრე ჩვენ – ყველაფრის მიუხედავად, იმიტომ რომ ღამის 10 საათზეც კი, დღესავით ნათელია, სად არის სიმართლე და ქვეყნის ინტერესი და ის ოცნებასთან რომ არ არის, ღამის სიბნელეშიც კარგად ჩანს, თავადაც ხედავენ.
ყველაფერი კარგად იქნება. შევხვდებით რუსთაველზე!”– წერს Facebook-ზე “ძლიერი საქართველოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი