ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, ქვეყანაში კი ჯამში დაინფიცირებულია 593 ადამიანი.
“ბიბისის” ცნობით, რეალურად გარდაცვლილთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატი მუჰამედ ალი რამაზანი გარდაიცვალა.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსი კიდევ ოთხ კანონმდებელს, ასევე, ვიცე-პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს დაუდგინდათ.