ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები

ქობულეთში, გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ვიდეოკადრები ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქობულეთის ცენტრში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....