ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქობულეთის ცენტრში ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ ძეძლეს.
როგორც შინაგან სამქეთა სამინისტროს პრესსამსახურმა „მეტრონომს“ განუცხადა, სამართალდამცავებს ამ დროისთვის ბრალდებული არ დაუკავებიათ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.