ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“კორონავირუსის რისკი ძალიან მაღალია გლობალურ დონეზე“ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ახალი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსის რისკი ამჟამად ძალიან მაღალია გლობალური მასშტაბით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის კვლევას არ წყვეტს და ყოველდღიურად ხდება ამ რისკის შეფასება.

ახალი კვლევები ადასტურებს, რომ მსოფლიო იმაზე უფრო დიდი საფრთხის წინაშეა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.

„კორონავირუსის გავრცელების და ზემოქმედების რისკის შეფასება გავზარდეთ. განახლებული შეფასებით, ეს რისკი ძალიან მაღალია გლობალურ დონეზე“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია. დაავადებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება ჩინეთსა და სამხრეთ კოროეაში. მხოლოდ ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა

იტვირთბა....