გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 თებერვლის დღის ბოლოდან 2 მარტამდე საქართველოში წვიმა, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, მოსალოდნელია ასევე ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
“დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.