აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი 79 ათასს აღწევს.