ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული ადამიანი საქართველოს მოქალაქეა და ქვეყანაში იტალიიდან ჩამოვიდა.

“გუშინ, გვიან ღამე დადასტურდა კიდევ ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. წყაროს წარმოადგენს იტალია. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ეს მეორე შემთხვევაა.

პირველი შემთხვევა, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა.

იტვირთბა....