“ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს ასეთი ქმედებების გამო. ეს არის წახალისება ძალადობისკენ, ეს ქმნის ზოგადად ძალადობრივ ფონს მთელ საზოგადოებაში და შემდეგ ეს გამოიხატება კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაში. ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ პასუხს აგებს ვინმე წუხანდელი თავდასხმის გამო, მაგრამ აუცილებლად, პასუხისგება ყველა ასეთ ქმედებას მოყვება მაშინ, როდესაც ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში.”
ირმა ნადირაშვილი – “ევროპული საქართველოს” წევრი
სამოქალაქო აქტივისტს, ზვიად კუპრავას, წუხელ მის საცხოვრებელ კორპუსთან თავს დაესხნენ და სცემეს. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.