ახალი ამბები მთავარი სამართალი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან სამეთასამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....