ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.
ავტოავარიის შედეგად დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.