ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიის ჯანდაცვის სააგენტომ გაავრცელა.

უწყებამ განაცხადა, რომ პაციენტი იზოლირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და ასევე, მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულთან.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსს 2 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი კი, 33 000-ს აჭარბებს.

 

იტვირთბა....