ახალი ამბები სამართალი

“იმედი მაქვს, შეთანხმება მიიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველასთვის ძალიან ცუდი იქნება“- ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს.

უფლებადამცველი პოლიტიკოსებს საერთშორისო პარტნიორების რეკომენდაციას ახსენებს, რომლებიც შეთანხმების აუცილებლობაზე სისტემატიურად მიუთითებენ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, შეთანხმების მიუღწევლობა ქვეყნის წარმატებაზე უარყოფითად აისახება.

“მთელი საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსგან, მმართველი ძალისგან ელოდება, რომ არჩევნები ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც მიღწეული იქნება კონსენსუსი მმართველ ძალასა და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის. რაღაცა ვერსიაზე, რაზეც ყველა მეტ-ნაკლებად იქნება თანახმა, იმედი მაქვს, რომ ეს მიიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველასთვის იქნება ძალიან ცუდი, არა მარტო ხელისუფლებისთვის,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

იტვირთბა....