ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 16 პაციენტი რჩება და კიდევ 5-6 პაციენტის შეყვანას ელოდებიან

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 16 პაციენტი რჩება და კიდევ 5-6 პაციენტის შეყვანას ელოდებიან.

„ამჟამად კლინიკიდან გადაყვანილი იქნა 6 პაციენტი, რომლებსაც არ დაუდასტურდათ კორონავირუსი და ამ მომენტისათვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 16 პაციენტი. ამჟამად დაწესებულებაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენი ინფორმაციით, 5-6 პაციენტს კიდევ მოიყვანენ. დღეს ჩვენ მივიღეთ 13 პაციენტის პასუხი, ამათგან არც ერთს არ დადასტურებია ახალი კორონავირუსი და კიდევ ველოდებით 5 პაციენტის პასუხს“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ენდელაძის თქმით, ის სრულად იზოლირებულია.

„ის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, არის სრულ ბოქსში, რაც გულისხმობს იმას, რომ სრულიად იზოლირებულია. ამდენად, საშიშროება იმისა, რომ ამ პაციენტისგან კორონავირუსი სხვას გადაედოს, ფაქტობრივად, არ არსებობს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იტვირთბა....