Wizz Air-ი იტალიის მიმართულებით ფრენების რაოდენობებს ამცირებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია ქუთაისი-მილანი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) მოახდენს. ფრენის სიხშირე 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით შეიზღუდება.
ბოლონიის მიმართულებით, 17 მარტიდან 24 მარტამდე Wizz Air-ი ფრენებს, მხოლოდ ერთი სიხშირით განახორციელებს.
ქუთაისი-რომი-ქუთაისის მიმართულებაზე Wizz Air-ი რეისებს მხოლოდ შაბათობით განახორციელებს. ფრენის სიხშირე 18 მარტიდან 25 მარტის განმავლობაში შემცირდება.