ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს

თურქეთი, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოში თურქეთის გენერალური საკონსულოს “ფეისბუქზე” გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის თურქეთიდან საქართველოში ნებადართული არ არის შესვლა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში ან იტალიაში ვიზიტი უფიქსირდება.

ამავე განცხადების მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით, საზღვრის კვეთისას მოქალაქეებს პასპორტის წარდგენა მოუწევთ.

იტვირთბა....