“ვიცი, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ კონკრეტული ციფრები გააჟღერა, რაც ჩვენთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ჯერ კიდევ შეხვედრაზე ვიმყოფებოდით. განხილვაშია სხვადასხვა ვარიანტი, სხვადასხვა შესაძლებლობა, მაგრამ უმთავრესი ფუნდამენტური პრინციპი, რომელისგანაც ამოვდივართ, არის ის, რომ პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული სისტემა იყოს”
თინა ბოკუჩავა- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
შეგახსენებთ, რომ დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა გაიმართა.გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მანდატების გადანაწილების 110/40-ზე მოდელი გააჟღერა.