ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემივე უსაფრთხოებისთვის მოვიმარაგე საკვები და სასმელი” – უხანში მცხოვრები ქართველი სტუდენტი

უხანში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში ცხოვრობს,  არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც ნინი დავლიანიძე ტვ „პირველის“ ეთერში აცხადებს, უხანში მდგომარეობა უცვლელია, თუმცა ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.

„ახლა მთავარია, მოვისმინოთ ოფიციალური განცხადებები, დავიცვათ ჰიგიენის წესები და გავითვალსიწინოთ სხვა ადამიანებიც. ქალაქში მდგომარეობა რადიკალურად არაა განსხვავებული, ისევ იგივე სიტუაციაა, რაც აქამდე იყო. მომატებულია მანქანების მიმოსვლა. მცირდება დაინფიცირების რაოდენობა და გარდაცვლილთა რაოდენობაც, შესაბამისაც ხალხი ცოტა იმედიანადაა განწყობილი.

რაც შეეხება დეზინფექციის წესებს, თუ გამოვიყენებთ ხელთათმანებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ შევეცდებით მოვერიდოთ სხვადასხვა ობიექტებს შევეხოთ ხელთათმანის გარეშე, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩემივე უსაფრთხოებისთვის მოვიმარაგე საკვები და სასმელი“,-ამბობს ქართველი სტუდენტი.

ამასთან, ნინი დავლიანიძე საქართველოში არსებულ მდგომარებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ „საქართველოში არაა ვირუსი გავრცელების საფრთხე და შესაბამისად, ის რაც ვნახე, რომ ხალხი იმარაგებს საკვებს, ეს გაუმართებელია’.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

 

იტვირთბა....