ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც ესწრება.
შეხვედრის დაწყების წინ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მმართველი გუნდის ხელშია ბერკეტი, საარჩევნო სისტემა რეალურად შეიცვალოს.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, ხელისუფლების შეთავაზება 100/50-ზე არის კომპრომისული და სამართლიანი.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას, რომელიც ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩებიც ესწრებიან.