„მოგეხსენებათ, გუშინ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. მთავარია ის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ის რეკომენდაციები, რომელიც რამდენიმე დღეა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი
აღნიშნული განცხადება გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში.