ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

არსებობს თუ არა სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობა – ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, სასწავლო პროცესის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

“არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე”, – განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

იტვირთბა....