ტიკარაძის განცხადებით, საბაჟოს საზღვრის გადაკვეთისთანავე მოქალაქე, რომელიც შემოწმდა და მოგვიანებით აღმოაჩნდა ახალი ვირუსი კონტაქტი ჰქონდა სათანადოდ ეკიპირებულ მებაჟეებთან, რომლებსაც, ყოველი შემთხვევისთვის, მოგვიანებით გადაიყვანენ შესამოწმებლად სამედიცინო დაწესებულებაში.
“პაციენტი პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მას სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია” – ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს მინისტრმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.