ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთიდან თბილისში მაღალი ტემპერატურით გადაჰყავთ 18 წლის მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა

ფოთის ჰოსპიტალიდან მაღალი ტემპერატურითა და გრიპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებით  18 წლის გოგონა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

„შემოიყვანეს პაციენტი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფია იტალიაში. მაღალი ტემპერატურა რომ მისცა, მომართა კლინიკას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით, გადაგვყავს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის“, –  აცხადებს ჰოსპიტალის მენეჯერი, თეა მიგინეიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო პრემიერმა საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება.

იტვირთბა....