aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ვისთან ჰქონდა კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეს კარანტინში გადაყვანამდე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჰქონდა თუ არა ვინმესთან კონტაქტი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს მანამ, სანამ მას კარანტინში გადაიყვანდნენ” – ასეთი კითხვა დაუსვეს ჟურნალისტებმა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს.

ტიკარაძის განცხადებით, საბაჟოს საზღვრის გადაკვეთისთანავე მოქალაქე, რომელიც შემოწმდა და მოგვიანებით აღმოაჩნდა ახალი ვირუსი კონტაქტი ჰქონდა სათანადოდ ეკიპირებულ მებაჟეებთან, რომლებსაც, ყოველი შემთხვევისთვის, მოგვიანებით გადაიყვანენ შესამოწმებლად სამედიცინო დაწესებულებაში.

“პაციენტი პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მას სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია” – ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

იტვირთბა....