“ჩვენ, ექიმები, ვართ რისკჯგუფი ყოველთვის. იცით ჩინეთის სტატისტიკა. ექიმები ამ დროს ხმარობენ ე.წ. პირადი დაცვის საშუალებებს. ინფექციური საავადმყოფოები აღჭურვილია. ექიმებს გავლილი აქვთ ტერინინგები, როგორ უნდა ჩაიცვან პირადი დაცვის საშუალება. ამ მხრივ მედპერსონალი გადამზადებულია”
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი
TV პირველი, “ღამის ამბები”
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანი, ვისთანაც დადასტურდა კორონავირუსი, კლინიკურად ჯანმრთელია
ჯანდაცვის მინისტრმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო პრემიერმა საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა.