მთავარი ციტატა

“მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოში კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ სამედიცინო სამსახურთან”

“მოქალაქე, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, ირანიდან გამოემგზავრა რამდენიმე დღის წინ სახმელეთო საზღვრით, საზღვარზე იქნა გამოხატული სიმპტომები. საქართველოს ტერიტორიაზე მას მხოლოდ სამედიცინო სამსახურთან ჰქონდა კონტაქტი, გარდა მებაჟეებისა. ისინი საკარანტინო ზონაში მოთავსდებიან. აზერბაიჯანისა და ირანის ტერიტორიაზე ის მგზავრობდა სამარშრუტო ტაქსით სხვა ადამიანებთან ერთად. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის არაფერს არ უჩივის, გარდა იმისა, რომ მას ლაბორატორიულად უდასტურდება კორონავირუსული ინფექციის არსებობა”

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი

TV პირველი, “ღამის ამბები”

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა  

ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანი, ვისთანაც დადასტურდა კორონავირუსი, კლინიკურად ჯანმრთელია

ჯანდაცვის მინისტრმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო პრემიერმა საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა.

 

იტვირთბა....