“თუ საქმე ეხება არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს, მე მინდა, შევთავაზო „ენდიაის“, რომ მათაც აქვთ შესაძლებლობა, აღიდგინონ რეპუტაცია, რომელიც, სამწუხაროდ, დაკარგეს წლების წინ. მის მიმართ ჩემი რეკომენდაცია ასეთი იქნება”
რომან კაკულია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
“პირველი არხი”
შეგახსენებთ, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა, საქართველოში ვიზიტის დასრულებისას განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა.