მთავარი ციტატა

“ჩვენი ამოცანაა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც გადავიდეს საარჩევნო გარემოში”

“ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური კრიზისი მოიხსნას და ყველანი, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც გადავიდეთ საარჩევნო გარემოში… ჩვენ ვითხოვთ, რომ პოლიტიკური კონტექსტის ქმედებები იყოს გამორიცხული ხელისუფლებისგან და ამავდროულად, გამოსწორდეს ის პრობლემები, რომლებიც არსებობს პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე. ეს ხომ ჩვენი აკვიატება არ არის”.

ნინო ბურჯანაძე –  “დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში გართიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის 7 კანდიდატზე შეთანხმდა. არსებული ინფორმაციით, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები: ლეიბორისტული პარტიის ლიდერი — შალვა ნათელაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და ზაალ უდუმაშვილი, ევროპული საქართველოდან დავით ბაქრაძე და ელენე ხოშტარია, პარტია ახალი საქართველოდან გიორგი ვაშაძე.

იტვირთბა....