„დავიწყებ თარიღით, ჯერჯერობით თარიღზე არანაირი შეთანხმება არ არის. შესაძლებლობა არსებობს, ამიტომ ყველა სხვა ფასილიტატორთან ერთად ვმუშაობ ამ საკითხზე, რათა ყველა მხარეს შორის იყოს ნაპოვნი რაღაც საერთო, საერთო ტერიტორია, სადაც შეიძლება, ეს დიალოგი განვითარდეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება, ძალიან ცოტა დრო დარჩა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საერთო ტერიტორია გამოვნახოთ. იმედი გვაქვს, საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღწეული შედეგი, როგორც არჩევნების კუთხით, ისე ზოგადად”
კარლ ჰარცელი – საქართველოში ევროკავშირის ელჩი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მეხუთე რაუნდი კი, მას შემდეგ ჩაიშალა, რაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.